Airbus-მა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი მოტოციკლი წარმოადგინა

208

პირველ რიგში კომპანია Airbus-ი თვითმფრინავებთან ასოცირდება. მაგრამ ახლა, კომპანია 3D-პრინტერზე დაბეჭდილ ფუტურისტულ მოტოციკლებსაც ჰყიდის.

მოტოციკლი Light Rider-ი Airbus-ის შვილობილმა კომპანიამ APWorks-მა შეიმუშავა. გერმანიაში მდებარე კომპანია სპეციალიზირდება ობიექტების 3D-ბეჭდვაზე დაპატენტებული შენადნობისგან Scalmalloy.

მოტოციკლის წონა 35 კილოგრამს შეადგენს, მაქსიმალური სიჩქარე კი 80 კმ/ს აღწევს.

რაც შეეხება ფასს, ელექტრომოტოციკლის დარეზერვირება 2200 დოლარი ღირს, ამის შემდეგ კი 56095 დოლარია საჭირო, რათა 1 ეკზემპლარი მიიღოთ.

კომენტარი