5 რამ, რაც უნდა გაიაზროთ იმისთვის, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვოთ

878

ყველას გვსურს მეორე ნახევარის პოვნა და სიყვარული, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. უნდა დაიმახსოვროთ, რომ ყველაფერი ჩვენს შინაგან მდგომარეობას უკავშირდება. ბევრი ფსიქოლოგი თვლის, რომ ჯანმრთელობის და ბედნიერი ურთიერთობების მოზიდვა შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ თუ ამისთვის მზად ხართ. მოგიყვებით 5 პუნქტზე, რომელიც უნდა “შეასრულოთ” იმისთვის, რომ ბედნიერი გახდეთ და თქვენს ცხოვრებაში სიყვარული “შემოვიდეს” . 

1. უნდა აპატიოთ

ყველას ცხოვრებაში რაღაც დრამა ხდება, ფაქტობრივად ყველას ჰქონია უბედური სიყვარულის გამოცდილება, და ა.შ. აპატიეთ ყოფილებს. შეუძლებელია ახალი ურთიერთობების დაწყება, თუ ყოფილის სახელის გაგებისთანავე ნერვები გეშლებათ. 

2. შეიყვარეთ საკუთარი თავი

ხშირად ურთიერთობების დახმარებით საკუთარი პრობლემების გადაჭრას ვცდილობთ. მაგრამ იმისთვის, რომ პიგმალიონი შეგხვდეთ, თქვენც გალათეა უნდა იყოთ. ურთიერთობები, რომლებისგანაც მხოლოდ სარგებელს ელით კარგს არაფერს მოგიტანენ. 

3. დაწყნარდეთ

ეს პუნქტი ძირითადად ქალებს ეხება. ნუ “ყვირით” იმის შესახებ, რომ სიყვარულს ეძებთ. ოცნება რეალობად იქცევა, როდესაც ჩვენ მას “ვუშვებთ”…

4. იზრუნოთ

იმისთვის, რომ გაიგოთ რა არის სიყვარული უნდა იზრუნოთ სხვა ადამიანზე და მისგან არაფერს ელოდოთ. 

5. იყოთ მზად შინაგანად

ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. შეეცადეთ დაალაგოთ პრიორიტეტები და იფიქროთ იმაზე თუ რა გჭირდებათ სინამდვილეში. მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ისაუბროთ სერიოზულ ურთიერთობებზე. 

კომენტარი