ჩავარდნილი ევრო 2016 და მისი ღირსეული გამარჯვებული !!!!!

1718

 

შეგიძლიათ კრიშტიანო რონალდოს და პორტუგალიას დითირამბები უძღვნათ, იდავოთ რომ ის მესის ჯობია და რომ სანაკრებო დონეზე გადაასწრო კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდითი მოვლენებია, ფაქტი მხოლოდ ერთი რამეა: ევრო 2016 ჩავარდა და დამსახურებულად ყავს გამრჯვებული პორტუგალიის სახით.

საოცარია მაგრამ პორტუგალიის ნაკრებს ვინც დაუპირისპირდა ფაქტიურად ყველა გადაიქცა იგივე პორტუგალიად.
7 თამაშიდან 6 ფრე ძირითად დროში.

3 ფრე ჯგუფში – ისლანდიასთან, მომაკვდავ ავსტრიასთან და უნგრეთთან.

მერვედფინალი ხორვატიასთან –  ყველაზე თვალსაჩინო ფაქტი ზემოთ თქმულისა: ჯგუფის ყველაზე სწრაფი და ჰაეროვანმა გუნდმა ითამაშა 116 უაზრო წუთი, რის შემდეგაც ესეთი თამაში პორტუგალიელებსაც მობეზრდა და დასაჯეს ხორვატები.

მეოთხედფინალი პოლონეთთან, სადაც პენალტების სერიამდე რომ მივიდოდა დაპირისპირება 33-ე წუთიდან გამოიკვეთა, როცა რენატუ სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა.

ნახევარფინალი უელსთან, სადაც პორტუგალიელებმა ითამაშეს ფეხბურთი, ისიც მხოლოდ 4 წუთით, მაგრამ ესეც საკმარისი იყო.

ფინალი

ფრანგები ფინალში გავიდნენ გერმანიასთან დაძაბული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვებით. თუმცა საბოლოო ეტაპს თავი ვერ გაართვეს.
პორტუგალიელები კი თავიანთ სტილს თამაშობდნენ, როგორც თავის დროზე ევრო 2004-ის გამარჯვებული ბერძნები, ცოტათი გაუმჯობესებული სახით.
გამოჩნდა რომ პორტუგალიის ნაკრები რონალდოს და მის გარეშე განსხვავებას არ იძლეოდა, ფაქტი სახეზეა: თამაშის დაწყებისთანავე ფრანგებმა რონალდო დააზიანეს, პორტუგალიელი კი ეცადა გაეგრძელებინა ასპარეზობა, მაგრამ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდა.
საბოლოოდ ფინალი წარიმართა თვით ევრო-2016 ის სტილში, მოსაწყენი მაგრამ გადამწყვეტი ერთი ეპიზოდის სახით: ედერმა გაიტანა პირველი გოლი ტურნირზე, ფორვარდმა რომელიც რამოდენიმე წელია საერთოდ არ გამოირჩევა შედეგიანობით.
პარადოქსი: პორტუგალიამ წარმატებას მიაღწია რონალდოს გარეშე ფინალში.

 

შედეგი

მიშელ პლატინის პოპულიზმმა: ჩემპიონების და არაჩემპიონების გზები, მიიყვანა ევროპის კონტინენტი იქამდე, რომ ტურნირზე გამოჩნდა ისეთი ნაკრები როგორიც არის ალბანეთი.
ევრო ყოველთვის იყო ერთი აზრის მატარებელი: ყველაზე ძლიერი გუნდების თუ მოთამაშეების დაპირისპირება, გაზავებული ისეთი საფეხბურთო ნაკრებით როგორებიც არის უკრაინა, ლიტვა თუ სლოვაკეთი, მაგრამ კომერციული მოგების სურვილმა, ტურნირი დაიყვანა ევროვიზიის სტატუსამდე. არ არის მთავარი ტურნირის დონე, მთავარია რომ ფაქტიურად ყველას შეუძლია იასპარეზოს.
26 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 50 ქვეყნიდან.
ისე ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის გაფართოება, შორს არ არის დრო როცა საქართველოს ნაკრებიც კი შეძლებს ამ ტურნირზე ასპარეზს.

სუსტი გუნდები უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ამიტომ კონტრშეტევაზე თამაშობს ფაქტიურად ყველა. რათქმაუნდა რომ ნაკრებში ცოტათი ძნელია ააგო შემტევი ფეხბურთი, ვინაიდან ფეხბურთელები ერთად თამაშობენ ძალიან მიზერული დროით.
აქეთ ლესტერი გამოვარდა ახლებური სტილით და ინგლისის პრემიერლიგა მოიგო და შესაბამისად შემოიტანა ახალი ტრენდი საფეხბურთო სამყაროში.

საქმე იმაშია რომ ლესტერის თამაში გაცილებით ყურებადი იყო და საინტერესო: კლაუდიო რანიერიმ შექმნა გუნდი რომელიც მაქსიმალურად იყენებდა სივრცეებს კონტრშეტევებზე და მაქსიმალურად სწრაფად. ევრო 2016 -ზე შედარებით სუსტი გუნდები თავს იცავდნენ რაოდენობით, რისი ყურებაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ყველა უყურებდა და გამარჯობა ევროვიზია.

საბოლოდ ვინც ფეხბურთს უყურებს და ესმის თუ რა სპორტის სახეობას წარმოადგენს, მათთვის ყველა გუნდის პორტუგალიად გადაქცევა არამგონია სასიამოვნო ყოფილიყო, მაგრამ მათი აზრი არავის აინტერესებს, მსოფლიოში ხომ მხოლოდ ის კულტურაა მნიშვნელოვანი რომელსაც რეიტინგი მოაქვს, გამარჯვების პოპ-კულტურა.
გმადლობთ მიშელ პლატინი ასეთი არეული სანახაობისთვის  და ფრიად სასიამოვნო კონცერტისთვის.
ეჭვი მაქვს რომ ევრო 2016 მხოლოდ დასაწყისია და ფეხბურთის ვექტორი გააგრძელებს იმ მიმართულებით სვლას, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია, ამის ნიშნები უკვე ჩანს. თუმცა მაინც იმედი მაქვს რომ ასე არ მოხდება.
გისურვებთ წარმატებას.

კომენტარი