7 ხრიკი, რომლის დახმარებით იდეალურ კატლეტებს მოამზადებთ- რჩევები დიასახლისებს

8358

კატლეტი ფაქტობრივად ყველას უყვარს, მაგრამ ამ კერძს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს. თუ ამ 7 რჩევას გაითვალისწინებთ, შედეგი გაგაოცებთ!

1. ფარშის მომზადებისთვის უმჯობესია ერთმანეთს ხორცის 2 სახეობა შეურიოთ: ღორის, საქონლის, ინდაურის, ან ცხვრის ხორცი. 

2. ფარშში დაქუცმაცებული ხახვი დაამატეთ- მანამდე ის ოდნავ შეწვით და გაცივება აცადეთ.  

3. იმისთვის, რომ კატლეტის გემო ნაზი იყოს, ბევრი ხორცის ფარშში თეთრი პურის რბილობს ამატებს. შეგიძლიათ ის ნებისმიერი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. მაგალითად კომბოსტოთი, კარტოფილით ან სტაფილოთი.
 
4. დიასახლისები დიდი გამოცდილებით ფარშში ასევე ყინულის პატარა ნატეხებს ამატებენ და კატლეტებს სწრაფად ამზადებენ. ყინული ლღვება და მის ადგილას ვაკუუმი ჩნდება.  

5. კატლეტის ცენტრში ნაღების კარაქის პატარა ნაჭერი მოათავსეთ. 

6. კატლეტები მცენარეულ ზეთში, ან ნაღების კარაქში შეწვით. მოამზადეთ ის ჯერ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი საშუალო ცეცხლზე.  

7. სურვილისამებრ კატლეტები შეწვის წინ ათქვეფილ ცილაში ამოავლეთ. 

კომენტარი