Mercedes-Benz-მა მომავლის უპილოტო ავტობუსის პროტოტიპი წარმოადგინა

147

Mercedes-Benz-მა წარმოადგინა მომავლის ავტობუსის ხედვა ავტოპილოტის CityPilot-ის ტექნოლოგიით.

ავტობუსის Future Bus-ის სიგრძე 12 მეტრია. მისი ფუძეა სერიული ავტობუსის Citaro-ს პლატფორმა. ტურბოდიზელის მოცულობა 7,7 ლიტრია, სიმძლავრე 229 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარე კი, 70 კმ/ს.

მძღოლის თანდასწრების მიუხედავად, ავტობუსი უპილოტო რეჟიმში სანტიმეტრიანი სიზუსტით მოძრაობს და ჩერდება გაჩერებებზე. მძღოლს მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს.

მგზავრების სალონი 3 ნაწილადაა დაყოფილი: სერვისის ზონა, ცენტრალური ზონა მგზავრებისთვის, რომლებიც სწრაფად ჩადიან და ზონა ავტობუსის ბოლოს- მათთვის, ვისაც გრძელი გზა ელის.

სალონის დიზაინი ფუტურისტულ სტილშია შესრულებული, აქცენტი გაკეთებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობაზე. მომავლის ავტობუსის დემონსტრაცია ამსტერდამის აეროპორტ სკიპჰოლსა და ქალაქ ჰაარლემს შორის მოხდა.

კომენტარი